თავში

ევროვიზიის წამყვანი ბლოგერი ნიკი დე იაგერი იქნება

ევროვიზიის წამყვანი ბლოგერი ნიკი დე იაგერი იქნება
ევროვიზიის წამყვანი ბლოგერი ნიკი დე იაგერი იქნება

პოპულარული ვიზაჟისტი და ბლოგერი ნიკი დე იაგერი, რომელიც სოციალურ ქსელებში სახელით "NikkieTutorials" არის ცნობილი და საზოგადოებას იანვარში გაუმხილა, რომ ტრანსგენდერია, წელს ევროვიზიის წამყვანი იქნება. ამის შესახებ ინფორმაცია, მან საკუთარ "ინსტაგრამის გვერდზე" გაავრცელა. 

მისი თანაწამყვანი შარშანდელი ევროვიზიის გამარჯვებული დუნკან ლოურენსი იქნება. 

ევროვიზიის სიმღერის რიგით 65-ე კონკურსში, რომელიც 2020 წლის 12, 14 და 16 მაისს ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში, Ahoy Arena-ზე გაიმართება, მონაწილეობას 41 ქვეყანა მიიღებს.

2020 წელს ევროვიზიის სლოგანი "Open up" იქნება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system