თავში

EXA-ს მფრინავმა მანქანამ რბოლის ახალი ისტორია შექმნა - VIDEO

EXA-ს მფრინავმა მანქანამ რბოლის ახალი ისტორია შექმნა
EXA-ს მფრინავმა მანქანამ რბოლის ახალი ისტორია შექმნა - VIDEO

EXA-ს საჰაერო რბილის წინ, ავსტრალიური სტარტაპის Alauda Aeronautics მიერ შექმნილმა მსოფლიოში პირველმა დისტანციურმა მფრინავმა სარბოლო ელექტრომობილმა Airspeeder Mk3 სადებიუტო, ისტორიული ფრენა შეასრულა. ამ ფაქტით, სამანქანო სპორტის სრულიად ახალ სახეობას ჩაეყარა საფუძველი.  

მოწინააღმდეგე გუნდებს სხვადასხვა მოდელები გადაეცემათ, რომელთა მონაწილეობითაც მიმდინარე წლის ბოლოს საჰაერო რბოლა, სახელწოდებით EXA გაიმართება.

მონაწილე გუნდებიდან შერჩეული პილოტები, რბოლისას მფრინავ ელექტრომობილებს დისტანციურად მართავენ. ისე, როგორც ფორმულა 1 ის შეჯიბრისას, აქაც, რბოლის განმავლობაში გამოცხადებული მოკლევადიანი შესვენებების დროს, მფრინავ მანქანას მოემსახურებიან, მხოლოდ ამ შემთხვევაში გუნდის წევრები, საბურავების ნაცვლად ელემენტების გამოცვლაზე იზრუნებენ.

აღსანიშნავია, რომ Airspeeder სერიის მფრინავ ელექტრომობილებს სარადარო სისტემის წყალობით, ერთმანეთთან შეჯახების საფრთხის თავიდან არიდება შეუძლიათ.

სიდნეიში დაფუძნებული სტარტაპი Airspeeder-ის გაუმჯობესებული მოდელის, Mk4-ის შექმნას აპირებს, რომლის მართვასაც, წინამორბედისგან განსხვავებით, პილოტი რეალურად შეძლებს. გავრცელებული ინფორმაციით, ახალ მფრინავ სარბოლო ელექტრომობილს საზოგადოებას 2022 წელს წარუდგენენ. Airspeeder Mk4-ის სიჩქარე 160 კმ/სთ იქნება და  60 მეტრამდე სიმაღლეზე 20 წუთის განმავლობაში შეეძლება იფრონოს, რაც 53.3 კილომეტრის დაფარვის საშუალებას იძლევა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system