თავში

ეზრა მილერმა სერიალში "დაპირისპირება" პირომანიაკი ითამაშა

​ეზრა მილერმა სერიალში "დაპირისპირება" პირომანიაკი ითამაშა
ეზრა მილერმა სერიალში დაპირისპირება პირომანიაკი ითამაშა

17 დეკემბერს სტრიმინგ-სერვისზე CBS All Access სერიალ "დაპირისპირების" (The Stand) პრემიერა გაიმართება. ის სტივენ კინგის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვითაა გადაღებული. ფილმში ალექსანდრე სკარსგარდი, ჯეიმს მარსდენი, ემბერ ჰერდი და ვუპი გოლდბერგი თამაშობენ. თუმცა აღმოჩნდა, რომ აქ კიდევ ერთი ვარსკვლავი გამოჩნდება.

ჟურნალმა Entertainment Weekly გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ეზრა მილერის პერსონაჟი ჩანს. მანამდე არ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ეს მსახიობი პროექტში მონაწილეობს.

აღმოჩნდა, რომ მილერი პირომანიაკის, დონალდ ელბერტს (Trashcan Man) ითამაშებს.

"ასეთი ეზრა ჯერ არავის უნახავს. ის ბოლომდე დაიხარჯა. ის წიგნის დიდი თაყვანისმცემელია, მას ძალიან მოსწონდა ეს პერსონაჟი და დიდი ხანი უნდოდა, მისი როლი შეესრულებინა", - ამბობს პროექტის შოურანერი ბენჯამინ ქეველი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system