თავში

Facebook აღარ წაშლის მოსაზრებებს COVID ხელოვნური წარმოშობის შესახებ

​Facebook აღარ წაშლის მოსაზრებებს COVID ხელოვნური წარმოშობის შესახებ
Facebook აღარ წაშლის მოსაზრებებს COVID ხელოვნური წარმოშობის შესახებ

კომპანიამ Facebook განაცხადა, რომ აღარ წაშლის მოსაზრებებს COVID ხელოვნური წარმოშობის შესახებ, სანამ გამოძიება მიმდინარეობს. ინფორმაცია ამის შესახებ Associated Press ავრცელებს.

”ჩვენ ვაგრძელებთ ჯანდაცვის სპეციალისტებთან მუშაობას, რათა პანდემიის ცვალებად ხასიათს ფეხდაფეხ მივყვეთ და რეგულარულად განვაახლოთ ჩვენი პოლიტიკა ახალი ფაქტებისა და ტენდენციების გაჩენისთანავე", - განაცხადა Facebook-ის ვიცე-პრეზიდენტმა, გაი როზენმა.

მისი თქმით, Facebook აღარ წაშლის შეტყობინებებს SARS CoV 2 კორონავირუსის შესაძლო ლაბორატორიული წარმოშობის შესახებ.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებს აქვს გარკვეული მონაცემები, რომელთა დახმარებითაც ახალი ტიპის კორონავირუსის გაჩენის წყაროს დადგენა შესაძლებელია.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის წარმოშობის დასადგენად გამოძიების მეორე ეტაპისთვის ემზადება. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, მან სადაზვერვო სამსახურებს დაავალა, დაადგინონ, საიდან წარმოიშვა COVID-19 და საბოლოო მოხსენება 90 დღეში წარადგინონ.

ამასთან, ჩინეთი ისევ უარყოფს ინფორმაციას COVID-19 ხელოვნური წარმოშობის შესახებ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system