თავში

Facebook ახალ ემოციებს ამატებს

Facebook ახალ ემოციებს ამატებს
Facebook ახალ ემოციებს ამატებს

Facebook კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, ახლობლების გასამხნევებლად და მზრუნველობის გამოსახატად, მოწონების ემოციებს ახალ "მზრუნველობის" სიმბოლოს ამატებს. ამის შესახებ ინფორმაციას The Verge ავრცელებს. 

“ჩვენ მომავალ კვირას ფეისბუკსა და მესენჯერში ახალ “მზრუნველობის რეაქციას” ჩავუშვებთ, რათა ამ უპრეცედენტო დროს ახლობელმა ადამიანებმა ერთმანეთისთვის საკუთარი მხარდაჭერის გამოხატვა შეძლონ", - განაცხადა ფეისბუკის ევროპის, შუა აღმოსავლეთის და აფრიკის კომუნიკაციების მენეჯერმა, ალექსანდრუ ვოიკამ.

Facebook-ის კომუნიკაციების მენეჯერის განცხადებით, აპლიკაციას დაემატება სმაილი, რომელიც გულს ეხუტება, ხოლო მესენჯერს მფეთქავი გულის სიმბოლო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system