თავში

Facebook-ის ახალი სახელი ცნობილია

Facebook-ის ახალი სახელი ცნობილია
Facebook-ის ახალი სახელი ცნობილია

Facebook-ის დამფუძნებლის, მარკ ცუკერბერგის თქმით, კომპანიის ახალი სახელწოდება Meta იქნება.

მისივე განმარტებით, რებრენდინგი კომპანიის ახალ მიმართულებას, ვირტუალურ რეალობასა (VR) და მეტავერსს უკავშირდება.

ამასთან, რებრენდინგი არ ეხება ინდივიდუალურ პლატფორმებს, Facebook-ს, Instagram-სა და WhatsApp-ს, არამედ მხოლოდ მმართველ კომპანიას, რომელიც სამივე მათგანს ფლობს.

სოციალური გიგანტის, Facebook კომპანიის რებრენდინგის შესახებ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი.

ცნობისთვის, ამერიკული კომპანია Facebook აპირებს, მეტასამყაროს განვითარების ფარგლებში, ევროკავშირის ქვეყნებში 10 ათასი სამუშაო ადგილი შექმნას

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system