თავში

Facebook-ის და Microsoft-ის სერვერები პამიდვრის სათბურებს გაათბობენ

​Facebook-ის და Microsoft-ის სერვერები პამიდვრის სათბურებს გაათბობენ

Facebook-ის და Microsoft-ის სერვერებს ახალი დანიშნულება ექნება და ისინი პომიდვრის სათბურებს გაათბობენ.

მონაცემთა კონტეინიზირებული ცენტრი "ყველაფერი ერთში" მუშაობის პროცესში სერვერების მიერ გამომუშავებულ სითბურ ენერგიას პომიდვრის სათბურს მოახმარს. სისტემის შექმნაზე ისინი Open Compute Project სისტემების მწარმოებელ ITRenew-თან და ჰოლანდიური ქლაუდ-ჰოსთინგ-პროვაიდერთან Blockheating-თან ერთად მუშაობენ. სისტემის მიერ გამომუშავებული სითბური ენერგიით გამთბარი წყალი (t°=65 °C) უახლოეს სათბურებში გადანაწილდება.

კონტეინერები ნიდერლანდებში განთავსდება, სადაც კომერციული სათბურები 3700 ჰექტარზეა განლაგებული. სითბო, რომელიც ამ შემთხვევაში წარმოების შედეგად მიღებულ ნარჩენს წარმოადგენს, გაცილებით იაფი დაუჯდებათ ფერმერებს, ვიდრე ბუნებრივი გაზი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system