თავში

Facebook-ის გამოყენება ტრამპს კიდევ ორი წლით შეეზღუდა

Facebook-ის გამოყენება ტრამპს კიდევ ორი წლით შეეზღუდა
Facebook-ის გამოყენება ტრამპს კიდევ ორი წლით შეეზღუდა

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს Facebook-მა შეზღუდვა 2023 წლის იანვრამდე გაუხანგრძლივა.

როიტერის ინფორმაციით, Facebook-ის დამოუკიდებელმა სამეთვალყურეო საბჭომ იანვარში მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც დონალდ ტრამპი, 6 იანვარს აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობაზე შტურმის მიტანაში და ძალადობის წახალისებაში დაადანაშაულა, არ შეცვალა.

სოციალური გიგანტი აცხადებს, რომ გარემოებების სერიოზულობიდან გამომდინარე, ტრამპის ქმედებები სოციალური მედიის წესებს ეწინააღმდეგება, რომლიც ახალი სამართლებრივი პროტოკოლის მიხედვით უმაღლეს სასჯელს იმსახურებს.

ტრამპი აცხადებს, რომ Facebook-ის გადაწყვეტილება შეურაცხყოფას აყენებს 75 მილიონ ადამიანზე მეტს, რომლებმაც არჩევნებში მას მისცეს ხმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system