თავში

Facebook-ის "საიდუმლო ჩატებს" პედოფილები გამოიყენებენ

​Facebook-ის "საიდუმლო ჩატებს" პედოფილები გამოიყენებენ
Facebook-ის საიდუმლო ჩატებს პედოფილები გამოიყენებენ

ბავშვთა უსაფრთხოების დამცველები Facebook-ის გეგმებით შეშფოთებულები არიან. სოციალური ქსელი "საიდუმლო ჩატების" შემოღებას გეგმავს, რაც, უფლებადამცველების თქმით, შესაძლოა, პედოფილებისთვის "კარგ სიახლედ" იქცეს. ამის შესახებ გამოცემა Newshub წერს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ცნობილი პედოფილი, ბრენდ რუდელი 15 წელიწადს ციხეში იმიტომ გაატარებს, რომ მისი კომპიუტერიდან სოციალური ქსელების არქივები ამოიღეს და მიმოწერით დაადასტურეს, რომ ის ბავშვებს სწორედ სოციალურ ქსელებში რყვნიდა. ახლა კი, ახალი ფუნქცია შესაბამისი ორგანოების მუშაობას გაართულებს.

"ყველაზე ცუდი სცენარი ისაა, რომ ეს ფუნქცია სულ უფრო პოპულარული გახდება იმ ადამიანებში, ვისაც ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ამსახველი მასალების გაზიარება მოუნდება, რადგან ისინი იგრძნობენ, რომ ამის გაკეთება ანონიმურად შეუძლიათ", - წერს Newshub.

შეშფოთება Facebook-ის ახალ ფუნქციასთან დაკავშირებით უკვე გამოხატეს ბრიტანეთში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system