თავში

Facebook-ის თანამშრომლები ცუკერბერგს დაუპირისპირდნენ

Facebook-ის თანამშრომლები ცუკერბერგს დაუპირისპირდნენ
Facebook-ის თანამშრომლები ცუკერბერგს დაუპირისპირდნენ

Facebook-ის პროგრამული უზრუნველყოფის ყოფილმა ინჟინერმა აშოკ კანდვანეიმ საჯარო წერილი გამოაქვეყნა, რომლითაც კომპანია სიძულვილის ენის გავრცელებაში დაადანაშაულა. ამის შესახებ გამოცემა The Guardian წერს. 

”ფეისბუქმა ისტორიის არასწორ მხარეზე ყოფნა აირჩია. მე აღარ მსურს წვლილი შევიტანო იმ კომანიის მუშაობაში, რომელიც აშშ-სა და მთელს მსოფლიოში სიძულვილის ენას ავრცელებს”, - ვკითხულობთ Facebook-ის პროგრამული უზრუნველყოფის ყოფილი ინჟინერის წერილში.

კანდვანეი აღნიშნავს, რომ კომპანიის მიდგომა არასწორია და საზოგადოებაში სიძულვილისა და აგრესიის გაღვივებას უწყობს ხელს. ამასთან წერილში განმარტებულია, რომ აშშ-ში მიმდინარე ანტირასისტული აქციების გაღვივებაში უდიდესი წვლილი სწორედ სოციალურ ქსელებს მიუძღვის. 

გასულ თვეს, Facebook-მა განაცხადა, რომ საკუთარ შიდა სამეთვალყურეო საბჭოს ქმნის, რომელიც ოქტომბერში დაიწყებს მუშაობას. თუმცა კომპანიის თანამშრომლების მოსაზრებით, აღნიშნული საბჭო არსებულ პრობლემებს ვერ გაუმკლავდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system