თავში

Facebook-მა Clubhouse-ის კონკურენტი აამოქმედა

​Facebook-მა Clubhouse-ის კონკურენტი აამოქმედა
Facebook-მა Clubhouse-ის კონკურენტი აამოქმედა

Facebook-მა აუდიოოთახების სერვისი Live Audio Rooms, რომელიც აპლიკაცია Clubhouse-ის კონკურენტი იქნება. ჯერჯერობით ის მხოლოდ აშშ-ის ტერიტორიაზეა ხელმისაწვდომი. ინფორმაციას ამის შესახებ The Verge ავრცელებს.

თავდაპირველად ოთახების შექმნის შესაძლებლობა მხოლოდ iOS-ის მომხმარებლებს აქვთ, თუმცა საუბარში ჩართვა Android-იდანაც არის შესაძლებელი.

Clubhouse-ისგან განსხვავებით, ოთახში ადამიანების მაქსიმალური რაოდენობა დადგენილი არ არის, ამასთან, საუბარი ერთდროულად 50-მდე ადამიანს შეუძლია.

ოთახები იქნება როგორც საჯარო, როდესაც გაწევრიანება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ასევე კერძო, მხოლოდ ჯგუფის წევრებისთვის ხელმისაწვდომი.

აუდიოოთახების გარდა, Facebook გეგმავს პოდკასტების გაშვებას, რომელთა მოსმენაც მომხმარებლებს ჩაშენებული მინიპლეერის საშუალებით შეეძლებათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system