თავში

Facebook-მა COVID-19-ის ვაქცინების შესახებ სპეციალური თეგების დამატება დაიწყო

Facebook-მა COVID-19-ის ვაქცინების შესახებ სპეციალური თეგების დამატებ
Facebook-მა COVID-19-ის ვაქცინების შესახებ სპეციალური თეგების დამატება დაიწყო

ამერიკულმა კომპანია Facebook-მა, კორონავირუსის ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ პოსტებში სპეციალური თეგების დამატება დაიწყო. ინოვაცია განხორციელდა ვაქცინაზე ყალბი ინფორმაციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად. ცნობილია, რომ Facebook-ის გარდა იგივე განმეორდება Instagram-ზეც.

"ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი მცდელობების გაფართოებას COVID-19-ის ვაქცინების შესახებ დეზინფორმაციის აღმოსაფხვრელად Facebook-ისა და Instagram-ის პოსტებზე ვაქცინების განხილვისას"- ნათქვამია განცხადებაში.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, ეს პროცესი მოიცავს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მიერ მოწოდებულ, ვაქცინების უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საიმედო ინფორმაციას.

მონიშვნის პროცესი მთელ მსოფლიოში გავრცელდა ინგლისურ, ესპანურ, ინდონეზიურ, პორტუგალიურ, არაბულ და ფრანგულ ენებზე. უახლოეს მომავალში ის სხვა ენებზეც იქნება ხელმისაწვდომი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system