თავში

Facebook-მა ლოგო და "ქავერი" გააშავა

​Facebook-მა ლოგო და "ქავერი" გააშავა
Facebook-მა ლოგო და ქავერი გააშავა

სოციალურმა ქსელმა Facebook-მა მთავარი ფოტო გააშავა. მომხმარებლები ვარაუდობენ, რომ აღნიშნული ქმედება მენეაპოლისში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება, რადგან Facebook-ის გვერდზე მარკ ცუკერბერგი სტატუსი არის გაზიარებული, სადაც ის მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება

„გასული კვირის მოვლენების ტკივილი გვახსენებს იმას, თუ რამდენად შორს უნდა წავიდეს ქვეყანა იმისთვის, რომ ყველა ადამიანს თავისუფლება მისცეს, რათა მათ ღირსეულად და მშვიდობიანად იცხოვრონ.

ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ის გარემო ამერიკაში, რომელშიც ფერადკანიანი ადამიანები ცხოვრობენ, რასიზმისა და უსამართლობის ხანგრძლივი ისტორიის ნაწილია. ჩვენ ყველას გვაკისრია პასუხისმგებლობა, რომ ცვლილებები მოვახდინოთ.

ჩვენ ვდგავართ ფერადკანიან საზოგადოებასთან – ჯორჯ ფლოიდთან, ბრეონა ტეილორთან და კიდევ სხვა მრავალთან, ვისი სახელებით არასდროს მიეცემა დავიწყებას.

იმისთვის, რომ ამ ბრძოლას მხარი დავუჭიროთ და ფერადკანიან საზოგადოებას გვერდში დავუდგეთ, Facebook მათთვის უფრო მეტად უსაფრთხო პლატფორმა უნდა იყოს.

მართალია, რთული იყო ფლოიდის იმ ვიდეოს ნახვა, რომელიც Facebook-ზე დარნელა ფრეზიერმა ატვირთა, მაგრამ ეს ჩვენ გვჭირდებოდა, უნდა გვენახა.

უნდა გვახსოვდეს ფლოიდის სახელი. მაგრამ აშკარაა ის, რომ Facebook-ს უფრო მეტი აქვს სამუშაო, რათა ადამიანების უსაფრთხოება დაცული იყოს.

სამართლიანობისთვის მებრძოლ ორგანიზაციებს ასევე სჭირდებათ დაფინანსება, ამიტომ Facebook რასობრივ სამართლიანობაზე მომუშავე ჯგუფებს დამატებით 10 მილიონს გადაურიცხავს.

თუმცა, ვიცი რომ 10 მილიონი ამ პრობლემას ვერ უშველის. ამას უფრო გრძელვადიანი მუშაობა სჭირდება და მე და პრისცილა ამაზე ვმუშაობთ.

იმედი მაქვს, რომ შევძლებთ იმ ყველაფრის გაკეთებას, რაც სამართლიანობის მისაღწევად საჭიროა – არა მარტო, იმ ოჯახებისთვის და თემებისთვის, რომლებიც ახლა მწუხარებას განიცდიან, არამედ ყველა იმ ადამიანისთვის, რომლებიც უთანასწორობის ტვირთს ატარებენ“, - წერს მარ ცუკერბერგი.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ქალაქ მინეაპოლისში მასობრივი არეულობებია უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება.

მინეაპოლისში მასობრივი არეულობების ადგილებში აშშ-ის ეროვნული გვარდიის 500-მდე წევრი გააგზავნეს.

მოსახლეობის უკმაყოფილება ფაქტმა გამოწვია, რომელიც ცოტა ხნის წინ მოხდა. გასულ კვირას პოლიციამ 46 წლის ადგილობრივი ჯორჯ ფლოიდი მოკლა. ის მანქანაში იჯდა, როდესაც სამართალდამცავებმა ის საეჭვოდ ჩათვალეს. მამაკაცი ავტომობილიდან გადმოიყვანეს და ბორკილები დაადეს. ის ასფალტზე დააწვინეს. მოსახლეობა ამბობს, რომ პოლიციამ გადამეტებული ძალა გამოიყენა.

"სუნთქვა არ შემიძლია", - ამბობდა დაკავებული.

შემდეგ მან გონება დაკარგა და მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ მინეაპოლისში არეულობების დროს ერთი ადამიანი მოკლეს.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ მინეაპოლისში აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების საქმეს განსაკუთრებული მნიშვნელობის სტატუსი მიანიჭა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system