თავში

Facebook-მა მიანმარის სამხედროებს პლატფორმებზე წვდომა დაუბლოკა

​Facebook-მა მიანმარის სამხედროებს პლატფორმებზე წვდომა დაუბლოკა
Facebook-მა მიანმარის სამხედროებს პლატფორმებზე წვდომა დაუბლოკა

კომპანია Facebook-მა მიანამრის სამხედროებსა და მის დაქვემდებარებულ სტრუქტურებს Facebook-სა და Instagram-ზე წვდომა დაუბლოკა.
"1 თებერვლის სამხედრო გადატრიალებამ, ძალადობისა და ადამიანების სიკვდილის ჩათვლით ამ აკრძალვის აუცილებლობა დააჩქარა",- ნათქვამია სოციალური ქსელის განცხადებაში

კომპანიაში ფიქრობენ, რომ მიანმარის სამხედროების მიერ Facebook-ისა და Instagram-ის გამოყენების შემთხვევაში საფრთხეები შეიძლება ძალიან დიდი იყოს.

აშშ-მა მიანმარში მომხდარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ კონკრეტული გენერლების წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების ქვეშ მოყვნენ პირები, რომლებიც სახელმწიფო გადატრიალებაში და საპროტესტო აქციების ძალადობრივი გზით დაშლაში მონაწილეობდნენ. ასევე გაიყინა აშშ-ის ანგარიშებზე არსებული მიანმარის 1 მილიარდი დოლარი. სამხედრო ხელმძღვანელობას მათზე ხელი არ მიუწვდებათ. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სამხედროებს დემოკრატიული ლიდერების პატიმრობიდან გათავისუფლება და ხელში ჩაგდებულ ძალაუფლებაზე უარის თქმისკენ მოუწოდა.

მიანმარში 1 თებერვალს სამხედრო გადატრიალებით დაამხეს სამოქალაქო მთავრობა, რომელსაც აუნ სან სუ ჩი ხელმძღვანელობდა. მისმა პარტიამ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ნოემბერში ჩატარებულ არჩევნებზე, მაგრამ არმია აცხადებს, რომ კენჭისყრა გაყალბებული იყო. აუნ სან სუ ჩის გარდა, დაკავებულია კიდევ ასობით აქტივისტი და პოლიტიკური ლიდერი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system