თავში

Facebook-მა, შესაძლოა, ევროპა დატოვოს

Facebook-მა, შესაძლოა, ევროპა დატოვოს
Facebook-მა, შესაძლოა, ევროპა დატოვოს

Facebook ევროპას დაემუქრა და განაცხადა, რომ თუ მას მონაცემების აშშ-ში განლაგებულ სერვერებზე გადაგზავნა აეკრძალება, ის ევროპაში მუშაობას აღარ გააგრძელებს. Facebook ევროპულ მარეგულირებელ ორგანოებს უსამართლობაში და მიკერძოებულობაში ადანაშაულებს.

ირლანდიის მონაცემთა დაცვის კომისიამ Facebook-ს მოსთხოვა, რომ მას ევროპელი მომხმარებლების მონაცემების აშშ-ში მდებარე სერვერებზე გადატანა შეეჩერებინა. ამის საპასუხოდ Facebook-მა სარჩელი შეიტანა. კომპანიამ დაადანაშაულა ირლანდიის მარეგულირებელი ორგანო უსამართლობასა და მიკერძოებულობაში. Facebook-ის ცნობით, ირლანდიის კომისიამ ბრძანების შესასრულებლად სამ კვირიანი ვადა მოითხოვა, თუმცა Facebook ამ ვადას არასაკმარისად მიიჩნევს.

გარდა ზემო აღნიშნული შემთხვევისა, Facebook ასევე აპროტესტებს იმასაც, რომ ევროპელი მარეგულირებელი ორგანოები, სხვა ტექნოლოგიური კომპანიებთან შედარებით, მათი საქმიანობის შესწავლას უფრო მეტ დროს უთმობენ.

"არც ერთი მსხვილი ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც ევროკავშირიდან აშშ-ში მონაცემების გაგზავნის იმავე მეთოდს იყენებს, არ იმყოფება მსგავსი კონტროლის ქვეშ. თუ აშშ-ში განლაგებულ სერვერებზე ინფორმაციის გადაგზავნა აიკრძალება და ეს მხოლოდ Facebook-ს შეეხება, ამას სერიოზული ნეგატიური გავლენა ექნება კონკურენციაზე", - განაცხადეს Facebook-ში.

დუბლინში გამართულ სასამართლო პროცესზე Facebook-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ირლანდიის კომისიის გადაწყვეტილება აიძულებს კომპანიას, დატოვოს ევროპა.

”თუ სასამართლო მხარს დაუჭერს გადაწყვეტილებას, გაუგებარია, ამ პირობებში, როგორ გააგრძელებს Facebook მუშაობას ევროკავშირში”, - აღნიშნავს Facebook.

აღნიშნულმა ქმედებამ, შესაძლოა, ზოგიერთ კომპანიას, მათ შორის, Facebook-ს, Google-ს და Apple-ს აიძულოს, გახსნას  ძვირადღირებული მონაცემთა ცენტრები ევროპაში ან დატოვოს რეგიონი.

ზოგიერთი ექსპერტის აზრით, Facebook-ის ულტიმატუმი სხვა არაფერია, თუ არა ცარიელი საფრთხე და მონაცემთა გადაცემის დაბლოკვამ შეერთებულ შტატებში შეიძლება მილიარდობით დოლარის დაკარგვა გამოიწვიოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system