თავში

Facebook-მა ვიდეოკონფერენციის ახალი პლატფორმა წარადგინა - PHOTO

Facebook-მა ვიდეოკონფერენციის ახალი პლატფორმა წარადგინა
Facebook-მა ვიდეოკონფერენციის ახალი პლატფორმა წარადგინა - PHOTO

Facebook–მა ახალი პროდუქტის პაკეტი Messenger Room წარადგინა, რომელიც ონლაინ კონფერენციების გამართვას ყველასთვის ხელმისაწვდომს და დაცულს გახდის. ამის შესახებ გამოცემა The Verge იუწყება.

Messenger Room-ში ჩართვა 50 ადამიანს შეეძლება, ამასთან, ოთახის შემქმნელს საშუალება ექნება უცხო კონფერენცია დახურულ რეჟიმში აწარმოოს, ე.წ. ჩაკეტვის ღილაკის მეშვეობით, რის შემდეგაც ჯგუფში ახალი წევრები ვეღარ დაემატებიან. კომპანიის დამფუძნებელი, მარკ ცუკერბერგი აღნიშნავს, რომ უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის ყველა სტანდარტი დაცულია და კონფერენციები ადმინისტრაციის მიერ არ გაკონტროლდება.

მისი გამოყენება, როგორც ვებ-ბრაუზერის, ასევე, მობილური აპლიკაციის საშუალებით იქნება შესაძლებელი.

ამასთან, Facebook-ის ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ განახლდება WhatsApp–ის აპლიკაცია, რისი საშუალებითაც ჯგუფური ვიდეო ზარის განხორციელებას ოთხი ადამიანის ნაცვლად, უკვე რვა პირი შეძლებს.

Messenger Room-ში ნებისმიერი ადამიანის მოწვევა არის შესაძლებელი, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მას Facebook ანგარიში.

მსოფლიოს მასშტაბით, ქვეყნების უმეტესობაში Messenger Room ხელმისაწვდომი დღეიდან იქნება, ხოლო მომავალი კვირის ბოლოს მისი გამოყენება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში იქნება შესაძლებელი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system