თავში

Facebook სახელის შეცვლას გეგმავს

​Facebook სახელის შეცვლას გეგმავს
Facebook სახელის შეცვლას გეგმავს

კომპანია Facebook მომავალ კვირას სახელის შეცვლას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი Verge ავრცელებს.

მისი ცნობით, ამის მიზეზი ისაა, რომ კომპანიას სურს, სახელწოდებაში "მეტავერსის" შექმნაზე სწრაფვა ასახოს.

Facebook-ის აღმასრულებელი დირექტორის მარკ ცუკერბერგის თქმით, "მეტავერსი" დიდ შესაძლებლობებს შემოქმედებითი პროფესიის ადამიანებისთვის, შექმნის, მათთვის, ვისაც სურს იცხოვროს და იმუშაოს ქალაქის ცენტრიდან მოშორებით, ასევე მათთვის, ვინც ცხოვრობს იმ ადგილებში, სადაც განათლებისა და დასვენების ობიექტებზე წვდომა შეზღუდულია. აგვისტოში Facebook-მა წარადგინა ვირტუალური ოფისები Horizon Workrooms, რომელთანაც დაკავშირება ვიდეოკონფერენციის საშუალებით ან ვირტუალური სამყაროს ჩაფხუტით, Oculus VR-ით არის შესაძლებელი.

ცნობისთვის, ამერიკული კომპანია Facebook აპირებს, მეტასამყაროს განვითარების ფარგლებში, ევროკავშირის ქვეყნებში 10 ათასი სამუშაო ადგილი შექმნას

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system