თავში

ფაშინიანი: ჩვენ უკვე ჯოჯოხეთში ვართ

ფაშინიანი: ჩვენ უკვე ჯოჯოხეთში ვართ
ფაშინიანი: ჩვენ უკვე ჯოჯოხეთში ვართ

სომხეთში, ჰოსპიტალიზაციის მოლოდინში კორონავირუსით ინფიცირებული 200-მდე პაციენტია. ამის შესახებ განცხადება სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა გაააკეთა. სომხური მედიის ცნობით, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ის ვალდებულია, ილაპარაკოს მწარე სიმართლე. 

„დღეს ჯანდაცვის ჩვენი სისტემა მუშაობს ისეთი დატვირთვით, რომ საავადმყოფოებში ვერ ხერხდება ყველა პაციენტის მოთავსება, რომლებიც ჰოსპიტალიზაციას საჭიროებენ ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულებით. ჩვენ უკვე ჯოჯოხეთში ვართ, მაგრამ ჰუმანიტარულ კატასტროფამდე არ მივსულვართ“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

ცნობისთვის, სულ სომხეთში კორონავირუსის 12 364 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 190 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 3720.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system