
7 ივლისს სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ვიზიტით მოსკოვს ეწვევა.
ნიკოლ ფაშინიანი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება.
კრემლის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში მხარეები აზერბაიჯანის, რუსეთისა და სომხეთის ლიდერების შეთანხმებების შესრულების, აგრეთვე რეგიონში ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების აღდგენის საკითხებს განიხილავენ.