თავში

ფაშინიანი მოსკოვში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ აღლუმს არ დაესწრება

ფაშინიანი მოსკოვში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ აღლუმს არ დაესწრება
ფაშინიანი მოსკოვში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ აღლუმს არ დაესწრება

სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი 24 ივნისს მოსკოვში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ 75-ე წლისთავის აღსანიშნავ აღლუმს არ დაესწრება. ამის შესახებ ფაშინიანი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნავს.

ფაშინიანი წერილში აღნიშნავს, რომ გამარჯვების აღლუმს ქვეყანაში შექმნილი ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეული ვითარების გამო ვერ მოახერხებს. პრემიერის განცხადებით, აღნიშნული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით ქვეყნის დატოვება მიზანშეწონილი არ არის.

მანამდე, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ქვეყანაში დაწესებელი კარანტინის რეჟიმის გახანგრძლივების გამო რუსეთში გამარჯვების 75-ე წლისადმი მიძღვნილ აღლუმს ვერ დაესწრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system