თავში

ფაშინიანი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ინიციატივით გამოდის

ფაშინიანი რიგგარეშე საპარლამენტო ჩატარების ინიციატივით გამოდის
ფაშინიანი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ინიციატივით გამოდის

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 2021 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ინიციატივით გამოდის.

ამის შესახებ საუბარია ფაშინიანის მიმართვაში, რომელიც მისი „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება. 

„ძვირფასო თანამემამულენო, ახლა უკვე ცხადია, რომ პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით ოპოზიციის მიერ მართულმა პროცესმა ხალხის მხარდაჭერა ვერ მიიღო. ოპოზიციას ჰქონდა ყველა შესაძლებლობა, თავისი მოთხოვნის გარშემო ხალხის მხარდაჭერა მიეღო. მას აქვს უზარმაზარი ფინანსური, მედია და საორგანიზაციო რესურსები, მას ჰქონდა ფართო შესაძლებლობები, გაემართა მიტინგები და საპროტესტო გამოსვლები, მაგრამ ოპოზიციამ არამარტო ვერ უზრუნველყო ხალხის მხარდაჭერა თავისი მოთხოვნების ირვლივ, არამედ მისი მხარდამჭერების რაოდენობა მინიმუმამდე შემცირდა, მოედნის პროცესმა დასასრულს მიაღწია. ვერავინ იტყვის, რომ ჩვენ ძალაუფლება შევინარჩუნეთ უხეში ძალის გამოყენებით. პირიქით, ჩვენ გვადანაშაულებენ, რომ ზედმეტად რბილად ვიქცევით. ამასთან, ეს ყველაფერი არანაირად არ ცვლის ჩემი პოლიტიკურ გუნდის და ჩემს პირად ვალდებულებას, ხალხის წინაშე“, - აცხადებს ფაშინიანი.

როგორც ფაშინიანი აღნიშნავს, მზად არის, პრემიერ-მინისტრის პოსტი მხოლოდ ხალხის მოთხოვნის შემთხვევაში დატოვოს ან შეინარჩუნოს, ამის გარკვევის ერთადერთ გზად კი რიგგარეშე არჩევნები მიაჩნია.

„მე პრემიერის სკამს არ ვეჭიდები, მაგრამ ასევე არ შემიძლია ზედაპირული დამოკიდებულება მქონდეს მთავრობის და პრემიერ-მინისტრის პოსტი მიმართ, რომელიც ხალხმა მანდო. ამ პოსტისა და ქვეყნის მომავალი პოლიტიკური ხელმძღვანელობის ბედი გამოხატვის თავისუფლების გზით უნდა გადაწყდეს და მე, როგორც სომხეთის პრემიერ-მინისტრი თავს გამოხატვის თავისუფლების გარანტორად მივიჩნევ. მე ასევე მზად ვარ დავტოვო პრემიერ-მინისტრის პოსტი ხალხის გადაწყვეტილების შედეგად. მე შემიძლია პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვება მხოლოდ ხალხის გადაწყვეტილებით. ასევე მზად ვარ გავაგრძელო სომხეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელობა ამ რთულ პერიოდებში, თუ ხალხის ნდობა აღდგება. ყველა ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად მხოლოდ ერთი გზა არსებობს - ჩატარდეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მე საპარლამენტო და დაინტერესებულ არასაპარლამენტო ძალებს ვიწვევ კონსულტაციებზე 2021 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ“, - წერს ფაშინიანი „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე.

შეგახსენებთ, სომხეთში პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით აქციები პერმანენტულად იმართება. ოპოზიცია ფაშინიანს ტერიტორიების დათმობაში ადანაშაულებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system