თავში

ფაშინიანი: სომხეთში Covid-19-თან დაკავშირებით ვითარება კატასტროფულია

ფაშინიანი: სომხეთში Covid-19-თან დაკავშირებით ვითარება კატასტროფულია
ფაშინიანი: სომხეთში Covid-19-თან დაკავშირებით ვითარება კატასტროფულია

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილი ვითარება კატასტროფულია. მოსახლეობა არ იცავს ეპიდემიოლოგიის საწინააღმდეგო რეგულაციებს. ასეთ შემთხვევაში კი ვერც ერთი ქვეყნის ადმინისტრაციული და ძალოვანი სტრუქტურა ვერ გაუმკლავდება მსგავსი მასშტაბის პრობლემას. ამის შესახებ ფაშინიანმა ფეისბუქ-ლაივის დროს განაცხადა.

სომხეთის პრემიერის თქმით, მოქალაქეების ინდივიდუალური პასუხისმგებლობის გარეშე ეპიდემიის პრობლემა ვერ მოგვარდება.

სომხეთის პრემიერის თქმით, კრიტიკული მდგომარეობაა საავადმყოფოებშიც, სადაც აღარ არის საკმარისი ადგილები პაციენტების მისაღებად.

ფაშინიანმა მოქალაქეებს, დაწესებული რეგულაციების მკაცრად დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. 

ჩვენს მიერ შემოღებული ნორმების შესრულების შემთხვევაში ავადმყოფები 95%-ით ნაკლები იქნებოდა“, - განაცხადა სომხეთის პრემიერმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system