თავში

ფაშინიანი: სომხეთში ვითარება მძიმდება, დღეში 697 შემთხვევა გამოვლინდა

ფაშინიანი: სომხეთში ვითარება მძიმდება, დღეში 697 შემთხვევა გამოვლინდა
ფაშინიანი: სომხეთში ვითარება მძიმდება, დღეში 697 შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთის პრემიერის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარება უფრო მძიმდება, ბოლო დღეების სტატისტიკა კი კიდევ უფრო შემაშფოთებელია. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყანაში ნიღბების ტარება სავალდებულო ხდება.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 697 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ოფიციალური მონაცემებით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 11 221-ს აღწევს, ამის შესახებ განცხადება ფაშინიანმა ფეისბუქ-ლაივში გააკეთა.

პრემიერის თქმით, ასეთი ციფრები იმაზე მიუთითებს, რომ სომხეთში არიან ადამიანები, რომელთაც დროული სამედიცინო დახმარება სჭირდებათ და ისინი მას ვერ იღებენ. პანდემიამ ისეთ მასშტაბებს მიაღწია, რომლესაც ჯანდაცვის სისტემა ვეღარ უმკლავდება.

ფაშინიანის თქმით სომხეთში 20 000-მდე ადამიანი იქნება ინფიცირებული, რომელთაც ამის შესახებ არ იციან. სწორედ ისინი არიან ინფექციის გავრცელების მთავარი წყარო და მათი გამოვლენაა საჭირო.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე სომხეთში 176 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 6 გასული დღე-ღამის განმავლობაში. კოვიდინფიცირებულთა რიცხვი, რომლებიც სხვა დაავადებებით გარდაიცვალნენ 68 -ს შეადგენს, მათან 9 ბოლო 24 საათში დაიღუპა. გამოჯანმრთელდა 3468 პაციენტი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system