თავში

ფაშინიანი თანამდებობიდან აპრილში გადადგება

ფაშინიანი თანამდებობიდან აპრილში გადადგება
ფაშინიანი თანამდებობიდან აპრილში გადადგება

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ იგი თანამდებობას ფორმალურად მიმდინარე წლის აპრილის თვეში დატოვებს.

ფაშინიანის თქმით, ის თანამდებობიდან ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მიზნით გადადგება. არჩევნების ჩატარებამდე იგი მთავრობის მეთაურის მოვალეობის შემსრულებლად დარჩება. 

"დიახ, უახლოეს მომავალში, კერძოდ აპრილში, მე გადავდგები არა წასვლის მიზნით, არამედ ვადამდელი არჩევნების ჩატარების მიზნით. ამ პერიოდში მე პრემიერ-მინისტრის მოვალეობას შევასრულებ", - განაცხადა სომხეთის პრემიერმა.

ცნობისთვის, სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნა. რიგგარეშე არჩევნები 20 ივნისს გაიმართება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system