თავში

ფაშინიანის ცნობით, ყარაბაღის კონფლიქტს სომხეთის 3 250 მოქალაქე ემსხვერპლა

ფაშინიანის ცნობით, ყარაბაღის კონფლიქტს სომხეთის 3 250 მოქალაქე ემსხვე
ფაშინიანის ცნობით, ყარაბაღის კონფლიქტს სომხეთის 3 250 მოქალაქე ემსხვერპლა

ყარაბაღის კონფლიქტის დროს სომხეთის 3 250 მოქალაქე დაიღუპა. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გააკეთა.

"დღევანდელი მდგომარეობით, სომხურ მხარეს 3 250 ოფიციალურად დადასტურებული მსხვერპლი ჰყავს. დღეს ჩვენ გვყავს 189 მშობელი, რომლებმაც დნმ-ის ნიმუშები ჩააბარეს და პასუხის მოლოდინში არიან. დიახ, ჩვენ უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების საკმაოდ გრძელი სია გვაქვს, მაგრამ ამ ჩამონათვალის დაზუსტებაა საჭირო", - აღნიშნა ფაშინიანმა.

სომხეთის პრემიერის თქმით, სომხურმა მხარემ ისედაც დიდი დანაკარგი განიცადა და პოლიტიკური სპეკულაციების მიზნით ამ რიცხვის ხელოვნურად გაორმაგება საჭირო არ არის.  

”თუ ახალი გარემოებები არ გამოჩნდება, რაც ძალიან ნაკლებად სავარაუდოა, ჩვენი მხრიდან გარდაცვლილთა რაოდენობა 4000-ს არ გადააჭარბებს”, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system