თავში

ფაშინიანმა აღიარა, რომ რუსეთისგან "სუ-30" რაკეტების გარეშე შეიძინა

ფაშინიანმა აღიარა, რომ რუსეთისგან "სუ-30" რაკეტების გარეშე შეიძინა
ფაშინიანმა აღიარა, რომ რუსეთისგან სუ-30 რაკეტების გარეშე შეიძინა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აღიარა, რომ სომხეთმა რუსეთისგან "სუ-30სმ"-ის ტიპის გამანადგურებელი რაკეტების გარეშე შეიძინა. ამის შესახებ სომხეთის პრემიერმა, 20 მარტს, არაგაწოტნის პროვინციის მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განაცხადა.

"ჩვენ გვეუბნებიან: რატომ შეიძინეთ თვითმფრინავი? დიახ, ჩვენ ნამდვილად ვიყიდეთ თვითმფრინავი, ის მაისში ჩაგვბარდა და დიახ, ჩვენ ვერ მოვახერხეთ რაკეტების ომის დაწყებამდე შეძენა", - განაცხადა ფაშინიანმა.

სომხეთის პრემიერმა მომხდარზე პასუხისმგებლობა ქვეყნის წინა მთავრობას დააკისრა. 

"თვითმფრინავები თქვენ რომ გეყიდათ ჩვენ რაკეტების შეძენას მოვასწრებდით. რატომ არ გააჩნდა 26 წლის სახელმწიფოს საავიაციო გამანადგურებლები?", - განაცხადა სომხეთის პრემიერმა.

იმის თაობაზე, რომ რუსეთიდან შეძენილი "სუ-30სმ" საბრძოლო მასალებით აღჭურვილი არ ყოფილა, მანამდე სომხეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო კონტროლის სამსახურის ყოფილმა უფროსმა მოვსეს აკოფიანმა განაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system