თავში

ფაშინიანმა და პუტინმა მთიან ყარაბაღში არსებული ვითარება განიხილეს

ფაშინიანმა და პუტინმა მთიან ყარაბაღში არსებული ვითარება განიხილეს
ფაშინიანმა და პუტინმა მთიან ყარაბაღში არსებული ვითარება განიხილეს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, სატელეფონო საუბრის მეშვეობით, მთიან ყარაბაღში არსებული ვითარება განიხილეს. ამის შესახებ განცხადებას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.

კრემლის ინფორმაციით, სატელეფონო საუბარი სომხური მხარის ინიციატივით შედგა.

"მხარეებმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარების მკვეთრი გამწვავება განიხილეს. რუსულმა მხარემ სერიოზული შეშფოთება გამოთქვა ფართომასშტაბიანი შეიარაღებული შეტაკებების განახლების გამო. აუცილებელია ყველა საჭირო ძალისხმევა, რათა თავიდან იქნას აცილებული შემდგომში ესკალაციის გამწვავება", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, 27 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. მხარეები სამხედრო შეტაკებების და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სომხეთის მხრიდან დღეს დილით ფართომასშტაბიანი შეტევა განხორციელდა. შედეგად არის მსხვერპლი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system