თავში

ფაშინიანმა გენერალური შტაბის უფროსის გათავისუფლება კიდევ ერთხელ მოითხოვა

ფაშინიანმა გენერალური შტაბის უფროსის გათავისუფლება კიდევ ერთხელ მოი
ფაშინიანმა  გენერალური შტაბის უფროსის გათავისუფლება კიდევ ერთხელ მოითხოვა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პრეზიდენტ არმენ სარქისიანს გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ წინადადება ხელახლა გაუგზავნა.

ცნობისთვის, ფაშინიანმა სომხეთის გენერალური შტაბის უფროსის, ონიკ გასპარიანის თანამდებობიდან დათხოვნა ერთხელ უკვე მოითხოვა. 

ამის საპასუხოდ, ერევანში დღეს მასშტაბური აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას მოითხოვდნენ. მომიტინგეების მოთხოვნას ასევე წარმოადგენდა პრეზიდენტს გენერალური შტაბის უფროსის დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებისათვის მხარი არ დაეჭირა.

სომხეთის პრეზიდენტმა ონიკ გასპარიანის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას ხელი არ მოაწერა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system