თავში

ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში ომის დასრულების შეთანხმებას ხელი მოაწერა

ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში ომის დასრულების შეთანხმებას ხელი მოაწერა
ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში ომის დასრულების შეთანხმებას ხელი მოაწერა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტას ითვალისწინებს. ამის შესახებ ფაშინიანი სოციალურ ქსელში წერს.

„ძვირფასო თანამემამულეებო, დებო და ძმებო. პირადად მივიღე ჩემთვის და თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება. 01:00 საათზე ხელი მოვაწერე მთიან ყარაბაღში ომის შეწყვეტის შეთანხმებას რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან. შეთანხმების ტექსტი, რომელიც უკვე გამოქვეყნდა, წარმოუდგენლად მტკივნეულია ჩემთვის და ჩვენი ხალხისთვის.

ეს გადაწყვეტილება სამხედრო სიტუაციის ღრმა ანალიზისა და იმ ადამიანების შეფასების შედეგად მივიღე, რომლებიც ყველაზე უკეთ ერკვევიან არსებულ მდგომარეობაში. ასევე იმ რწმენით, რომ ეს არის საუკეთესო გადაწყვეტილება ამ სიტუაციაში. ამის შესახებ განცხადებას მომდევნო დღეს გავაკეთებ.

ეს არ არის გამარჯვება, მაგრამ არ არსებობს დამარცხება, სანამ საკუთარ თავს არ შეიცნობ. საკუთარ თავს ვერასოდეს შევიცნობთ და ეს უნდა იყოს დასაწყისი ჩვენი ნაციონალური ერთიანობის, აღორძინების ერა.

ჩვენ გვჭირდება, რომ დამოუკიდებლობის წლები გავაანალიზოთ, რათა მომავალი დავგეგმოთ და წარსულის შეცდომები არ გავიმეოროთ.

მუხლს ვიყრი ჩვენი თითოეული მსხვერპლის წინაშე. ქედს ვიხრი ჩვენი ჯარისკაცების, გენერლებისა და მოხალისეების წინაშე, რომლებიც თავიანთი სიცოცხლის ფასად იცავდნენ თავის სამშობლოს. მათ თავიანთი პიროვნებებით გადაარჩინეს არაღიარებული მთიანი ყარაბაღი.

ჩვენ ბოლომდე ვიბროძლებთ და გავიმარჯვებთ. გაუმარჯოს სომხეთს, გაუმარჯოს არცახს“, –წერს ნიკოლ ფაშინიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system