თავში

ფაუჩი: საზაფხულო არდადეგები ამერიკაში კითხვის ნიშნის ქვეშაა

ფაუჩი: საზაფხულო არდადეგები ამერიკაში კითხვის ნიშნის ქვეშაა
ფაუჩი: საზაფხულო არდადეგები ამერიკაში კითხვის ნიშნის ქვეშაა

ამერიკის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინტიტუტის ხელმძღვანელის ენტონი ფაუჩის განცხადებით, ამერიკელებს ზაფხულში შვებულებაში წასვლის შანსი ექნებათ, თუ ვირუსის გავრცელება შემცირდება და მის ხელახლა გავრცელებას აღარ დაუშვებენ.

CBS-ის კითხვაზე, რას ფიქრობს ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი ტრადიციულ საზაფხულო არდადეგებზე, ბეისბოლით, ქორწილითა და ოჯახური თავყრილობით, მან უპასუხა, რომ „ასეთი რამე მხოლოდ მისალოც ბარათებზე შეიძლება მოხდეს“.

ფაუჩის თქმით, როდესაც ქვეყანა გაიხსნება, ის ყველანაირად მზად უნდა იყო, რომ ვირუსის ხელახალი გავრცელება არ დაუშვას და მისი აღმოჩენის შემთხვევაში ვირუსის დაუყოვნებლივ იზოლირება მოხდეს.

ცხოვრების ნორმალურ წესთან დაბრუნება არ ხდება ისე, როგორც ნათურას აანთებ ან ჩააქრობ. ეს მოხდება თანდათანობით და დამოკიდებულია იმაზე, ქვეყნის რა ნაწილში ცხოვრობ“ განაცხადა ფაუჩიმ.

ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებს თუ არა იგი ზაფხულში შვებულებაში გასვლას, ქვეყნის მთავარმა ეპიდემიოლოგმა უპასუხა, რომ მას შვებულება არა აქვს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system