თავში

FDA-ის ხელმძღვანელი კარანტინში გადაიყვანეს

FDA-ის ხელმძღვანელი კარანტინში გადაიყვანეს
FDA-ის ხელმძღვანელი კარანტინში გადაიყვანეს

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) ხელმძღვანელი სტივენ ჰანი კარანტინში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სტივენ ჰანი იზოლაციაში COVID-19-ით ინფიცირებულ პირთან კონტაქტის შემდეგ, აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრების (CDC) რეკომენდაციების შესაბამისად გადაიყვანეს და იგი კარანტინში 14 დღეს გაატარებს. 

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარასკევს კორონავირუსი დადასტურდა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის პრესმდივანს, ხოლო ხუთშაბათს - პრეზიდენტის პირად თანაშემწეს. ტრამპს და პენსს კორონავირუსზე ტესტირებას ყოველდღიურად უტარებენ.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის უახლესი მონაცემების თანახმად, შეერთებულ შტატებში COVID-19-ით ინფიცირებულ პაციენტთა რიცხვი 1.2 მილიონს აღემატება, გარდაიცვალა 77 ათასზე მეტი ადამიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system