თავში

FDA-ს ექსპერტებმა 5-11 წლის ბავშვების Pfizer-ით აცრას მხარი დაუჭირეს

​FDA-ს ექსპერტებმა 5-11 წლის ბავშვების Pfizer-ით აცრას მხარი დაუჭირეს
FDA-ს ექსპერტებმა 5-11 წლის ბავშვების Pfizer-ით აცრას მხარი დაუჭირეს

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის ექსპერტთა ჯგუფმა 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვების Pfizer/BioNTech ვაქცინით აცრის რეკომენდაცია გასცა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ამასთან, სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია ვალდებული არ არის, ექსპერტების რჩევა გაითვალისწინოს, თუმცა, როგორც წესი, მათ რეკომენდაციას ეთანხმება.

დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, მომავალ კვირაში საკითხს აშშ-ის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრი განიხილავს. საბოლოო სიტყვა კი ცენტრის დირექტორს ეკუთვნის.

ცნობისთვის, აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაცია (FDA) აცხადებს, რომ Pfizer/BioNTech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენების სარგებელი აშკარად აჭარბებს გულის კუნთის ანთების იშვიათი შემთხვევების რისკებს.

7 ოქტომბერს Pfizer–მა და BioNTech–მა განაცხადეს, რომ აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციას მიმართეს და 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში საგანგებო გამოყენების ნებართვის გაცემა ითხოვეს.

5-11 წლის ბავშვების ვაქცინაცია აშშ-ში, სავარაუდოდ, ნოემბრის პირველ ნახევარში დაიწყება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system