თავში

ზამბიაში პოლიომიელიტის შემთხვევა დაფიქსირდა

ზამბია აქცრა
ზამბიაში პოლიომიელიტის შემთხვევა დაფიქსირდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ზამბიაში, 1995 წლის შემდეგ პირველად, პოლიომიელიტის შემთხვევა დაფიქსირდა. 2 წლის ბიჭი ვაქცინაციის შემდეგ დავირუსდა, რამაც მისი პარალიზება გამოიწვია.

შემთხვევა კონგოს საზღვართან ახლოს მოხდა, სადაც პოლიომიელიტის აფეთქებაა. კონგოში ინფექციის 37 შემთხვევა დაფიქსირადა. ჯერჯერობით უცნობია, მოხდა თუ არა ვირუსის კონგოდან ზამბიაში გადატანა, თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ინტენსიური დაკვირვება და ვაქცინაციის გაგრძელება აუცილებელია იმისთვის, რომ პოლიომიელიტის მსოფლიო გავრცელების საფრთხე არ შეიქმნას.

9 აფრიკული სახელმწიფოში ჯანდაცვის ამერიკული ორგანიზაციისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით პოლიომიელიტის ვირუსს ებრძვიან.

პოლიომიელიტის წინააღმდეგ გლობალური ბრძოლა 1988 წელს გამოცხადდა და მისი შემთხვევები, მსოფლიო მასშტაბით, მინიმუმამდეა დაყვანილი, თუმცა ვირუსი მაინც პრობლემად რჩება აფრიკულ სახელმწიფოებში, პაკისტანსა და ავღანეთში, სადაც თალიბებმა ვაქცინაცია აკრძალეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system