თავში

ფეისბუქი კორონავირუსით დაავადებული თანამშრომლის გამო სიეტლის ოფისს ხურავს 

ფეისბუქი კორონავირუსით დაავადებული
ფეისბუქი კორონავირუსით დაავადებული თანამშრომლის გამო სიეტლის ოფისს ხურავს 

"ფეისბუქის" ოფისი, რომელიც ვაშინგტონის შტატში, სიეტლში მდებარეობს, 9 მარტამდე დაიხურა, რადგან ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი აღმოაჩნდა.

"ჩვენს თანამშრომელს, რომელიც ოფისის აღმოსავლეთ ნაწილში მუშაობდა, კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს", - განაცხადა კომპანიის სპიკერმა.

"ფეისბუქმა" განაცხადა, რომ არსებული სიტუაციის გამო, სიეტლის ოფისში დასაქმებული ადამიანები სახლიდან მუშაობას გააგრძელებენ და ეს პერიოდი თვის ბოლომდე გაგრძელდება.

ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით, სიეტლში კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. სამშაბათს "Amazon.com Inc-მა" აშშ-ს თანამშრომლებში ვირუსის პირველი შემთხვევა გამოავლინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system