თავში

ფეხმძიმე ქალმა საავადმყოფომდე ვერ მიაღწია და ავტოსადგომზე იმშობიარა - PHOTO - VIDEO

​ფეხმძიმე ქალმა საავადმყოფომდე ვერ მიაღწია და ავტოსადგომზე იმშობიარა
ფეხმძიმე ქალმა საავადმყოფომდე ვერ მიაღწია და ავტოსადგომზე იმშობიარა - PHOTO - VIDEO

აშშ-ში, ფლორიდაში სიუზენ ანდერსონსა და მის მეუღლეს საავადმყოფოში ეჩქარებოდა. ქალს მშობიარობა დაეწყო და მისი მეუღლე ჯოზეფი მაქსიმალურად ჩქარობდა, თუმცა მაინც ვერ მოასწრო. საავადმყოფოს ავტოსადგომთან ბავშვი უკვე დაბადებას ჩქარობდა, ამიტომ დედა ბოლო რამდენიმე ნაბიჯის გადადგმას უკვე ვეღარ ასწრებდა.

ამ დროს საავადმყოფოდან მეანი გამოვარდა და სიუზენს მითითებები მისცა.

მშობიარობა ძალიან მალე დასრულდა და მეანმა ბავშვი ფაქტობრივად ჰაერში დაიჭირა. ამის შემდეგ კი დედას საავადმყოფომდე მისვლაში დაეხმარა.

მთელი პროცესი სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა.

მეანის თქმით, ახალშობილი ჯულია ჯანმრთელია და მის სიცოცხლეს არაფერი ემუქრება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system