თავში

ფერადკანიანის ცემის გამო საფრანგეთში 3 პოლიციელი გაათავისუფლეს - VIDEO

ფერადკანიანის ცემის გამო საფრანგეთში 3 პოლიციელი გაათავისუფლეს
ფერადკანიანის ცემის გამო საფრანგეთში 3 პოლიციელი გაათავისუფლეს - VIDEO

პარიზის პოლიციამ ფერადკანიანი მუსიკალური პროდიუსერის სასტიკად ცემის ფაქტზე სამსახურიდან სამი ოფიცერი დაითხოვა. ცემის ფაქტი ფრანგულმა მედიამ გაახმაურა. მათ ეთერში სათვალთვალო კამერის მიერ გადაღებული კადრები მისცეს. ინფორმაციას Independent  ავრცელებს. 

მუსიკალური პროდიუსერი მიშელი პოლიციამ თავდაპირველად იმის გამო გააჩერა, რომ მას სახეზე პირბადე არ ეკეთა. შემდეგ კი, როგორც თავად აცხადებდნენ, ძალადობისა და წინააღმდეგობის გაწევის გამო ის დააკავეს. მიშელი აცხადებს, რომ ის პოლიციელების მხრიდან ფიზიკური და რასობრივი ძალადობის მსხვერპლი გახდა.

პოლიციელის მხრიდან დაკავებულზე ძალადობის ფაქტს მკაცრი რეაქცია მოჰყვა საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის, შინაგან საქმეთა მინისტრისა და პარიზის მერის მხრიდან. მათ დაგმეს მომხდარი და განაცხადეს, რომ კანონდამრღვევმა სამართალდამცავებმა პოლიციელის უნიფორმა და რესპუბლიკის ღირსება შეურაცხჰყვეს. მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მიმდინარეობს გამოძიება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system