თავში

ფესახის დღესასწაულზე ვახშამს ვიდეოზარით დაესწრებიან

ფესახის დღესასწაულზე ვახშამს ვიდეოზარით დაესწრებიან
ფესახის დღესასწაულზე ვახშამს ვიდეოზარით დაესწრებიან

ისრაელში იუდაიზმის სულიერმა ლიდერებმა ფესახის დღესასწაულებზე, რომლის ფარგლებშიც ოჯახის წევრები და მეგობრები სუფრის გარშემო იკრიბებიან, შეზღუდვები წესდება. კორონავირუსის პანდემიის გამო იცინი შეკრებას ვეღარ შეძლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას "Guardian" ავრცელებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ტრადიციული ვახშამი მაინც გაიმართება, თუმცა სხვა ფორმატით. სტუმრები მაგიდასთან მაინც დასხდებიან, თუმცა, რეალურად შეკრების ნაცვლად, ერთმანეთს ვიდეოზარის საშუალებით დაეკონტაქტებიან. ამის შესახებ "Jerusalem Post" წერს.

გადაწყვეტილება რამდენიმე ორთოდოქსმა რაბინმა მიიღო და ის ყველა მრევლზე არ ვრცელდება. ყურადღება გამახვილდა იმაზე, რომ ოჯახის მოხუცებულ წევრებს, ღონისძიებაზე დასწრება მაინც შეუძლიათ, პირადად დასწრების გარეშეც.

ფესახის დღესასწაული, რომელიც ისრაელი ხალხის ეგვიპტური მონობიდან გათავისუფლების პატივსაცემად  იმართება, წელს 8-9 აპრილს იწყება. ვახშამი საღამოთი იმართება და მის დროს სპეციალურად დამზადებულ ღვინოსა და კერძებს მიირთმევენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system