თავში

ლიბიაში თავდასხმას 2 ქალი და 3 ბავშვი ემსხვერპლა

ლიბია თავდასხმა
ლიბიაში თავდასხმას 2 ქალი და 3 ბავშვი ემსხვერპლა

ლიბიაში შეიარაღებულმა თავდამსხმელმა 2 ქალი და 3 ბავშვი მოკლა. შემთხვევა ქვეყნის დედაქალაქის ტრიპოლის მახლობლად, ტრასაზე მოხდა.

თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც აბდელ რაჰმან ალ თამინი ოჯახთან და დასთან ერთად ალ-აზიზიადან ტრიპოლიში მიემგზავრებოდა. სიკვდილს მხოლოდ აბდელ რაჰმან ალ თამინი გადაურჩა, თუმცა მძიმედ დაიჭრა. თავდამსხმელის ვინაობა უცნობია.

დედაქალაქ ტრიპოლის და ქვეყნის დასავლეთ ნაწილს ამ ეტაპზე, გაეროს ძალების დახმარებით, დასუსტებული ხელისუფლება აკონტროლებს. აღმოსავლეთ ნაწილი და სამხრეთი კი 2014 წელს არჩეული „ტობრუკეს“ მთავრობის კონტროლის ქვეშაა, რომელიც გენერალ ხალიფა ჰაფტარს და მის ჯარს უჭერს მხარს. აპრილის შემდეგ ამბოხებულებსა და სამთავრობო ძალებს შორის შეტაკებები განახლდა. გენერალი ხალიფა ჰაფტარი მეამბოხე ძალებით ტრიპოლიზე კონტროლის დამყარებას ცდილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system