თავში

საბერძნეთში ბიზნესრეგულაციების გადახედვას აპროტესტებენ

​საბერძნეთში ბიზნესრეგულაციების გადახედვას აპროტესტებენ
საბერძნეთში ბიზნესრეგულაციების გადახედვას აპროტესტებენ

ათენში მუნიციპალური სამსახურის თანამშრომლები, მათ შორის ქალაქის დასუფთავების სერვისის წარმომადგენლები გაიფიცნენ. აქციის მონაწილეებმა პარლამენტისკენ საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს და საკანონმდებლო შენობას კორდონი შემოარტყეს. პოლიციასთან მცირე შეხლა-შემოხლა მოხდა, თუმცა არავინ დაუკავებიათ. აქციის მონაწილეები ბიზნესთან და ლიცენზირებასთან დაკავშირებული წესების მოსალოდნელ ცვლილებებს აპროტესტებენ. კანონპროექტს კენჭი პარლამენტმა დღეს უნდა უყაროს.

პრემიერ კირიაკოს მიცოტაკისის ახალი, კონსერვატიული მთავრობა აცხადებს, რომ, საბერძნეთის ფინანსური კრიზისიდან გამოსვლის პირობებში, ცვლილებები რეგულაციებს გაამარტივებს და ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს.

ინიციატივას არ ეთანხმება პროფკავშირები და აცხადებს, რომ წესების გადახედვა მშრომელთა უფლებებს მნიშვნელოვნად შეზღუდავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system