თავში

სირიის ოპერაციაში მეორე თურქი ჯარისკაცი დაიღუპა

სირიის ოპერაციაში მეორე თურქი ჯარისკაცი დაიღუპა
სირიის ოპერაციაში მეორე თურქი ჯარისკაცი დაიღუპა

სირიაში, თურქ სამხედროებზე ქურთების სახალხო თავდაცვის რაზმების თავდასხმის შედეგად მეორე თურქი ჯარსკაცი დაიღუპა. რას-ალ-აინის რაიონში ქურთებმა სარაკეტო იერიში განახორციელეს. დაიღუპა ერთი სამხედრო. 5 დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თურქეთმა 9 ოქტომბერს სირიის ჩრდილოეთით ქურთების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია სახელწოდებით "მშვიდობის წყარო“ დაიწყო. პრეზიდენტ ერდოღანის თქმით,  ოპერაციის მიზანი თურქეთის საზღვარზე, სირიის ტერიტორიაზე ქურთული თავდაცვის ძალებისგან გათავისუფლება და უსაფრთხო ზონის შექმნაა. 17 ოქტომბერს ანკარაში აშშ-ის ვიცე-პეზიდენტ მაიკ პენსსა და თურქეთის პრეზიდენტს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ თურქეთის ხელისუფლებამ ოპერაციის ხუთი დღით შეჩერების შესახებ განაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system