თავში

ავსტრალიაში ზვიგენმა 2 ბრიტანელი ტურისტი დაგლიჯა

​ავსტრალიაში ზვიგენმა 2 ბრიტანელი ტურისტი დაგლიჯა

ავსტრალიაში მოგზაურობისას ბრიტანელ ტურისტებს ზვიგენი დაესხა თავს. სიკვდილს ისინი სასწაულით გადაურჩნენ. 22 და 28 წლის მამაკაცები დიდ ბარიერულ რიფთან, კუნძულ უითსანდეიზე ყვინთავდნენ. ზვიგენმა ერთ-ერთ მათგანს ფეხი მოაგლიჯა, მეორეს კი სერიოზული დაზიანებები მიაყენა. დაზარალებულები მაშველებმა კატერით ქალაქ ერლი-ბიჩის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მათ პირველადი დახმარება აღმოუჩინეს, შედეგ კი ვერტმფრენით ქალაქ მაკაის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ავსტრალიის დიდ ბარიერულ რიფთან ზვიგენი ტურისტებს გასულ წელსაც დაესხა თავს. ნოემბერში ზვიგენის მსხვერპლი 33 წლის მამაკაცი გახდა, რომლის გადარჩენა ვერ მოხერხდა, სექტემბერში კი 12 წლის ბავშვმა ფეხი დაკარგა.

ავსტრალიის ხელისუფლება მდგომარეობით შეშფოთებულია, რადგან დიდი ბარიერული რიფები ავსტრალიის ერთ-ერთი ცნობილი ტურისტული ადგილია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system