თავში

ინდოეთში 10 მეტრის სიღრმეზე ჭაში ჩავარდნილი ბავშვის გადარჩენას ცდილობენ

ბავშვი ჭაში
ინდოეთში 10 მეტრის სიღრმეზე ჭაში ჩავარდნილი ბავშვის გადარჩენას ცდილობენ

ინდოეთის სამხრეთით უკვე მესამე დღეა სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. 2 წლის ბავშვი თამაშის დროს მიტოვებულ ჭაში ჩავარდა. მაშველები ჭაში ჟანგბადს გამუდმებით ტუმბავენ, თუმცა შიშობენ, რომ სიღრმისა და ტალახის გამო ჰაერი შეიძლება დანიშნულების ადგილამდე ვერ აღწევდეს. 

ჭა 180 მეტრის სიღრმისაა, თავდაპირველად ბავშვი 10 მეტრის სიღრმეზე იმყოფებოდა, თუმცა, მაშველები ვარაუდობენ, რომ ის შესაძლოა, კიდევ უფრო ღრმად ჩავარდა. ჭის გვერდზე მაშველები ახალ ჭას ბურღავენ, რათა მისი დახმარებით შეძლონ ბავშვის ამოყვანა, თუმცა ნიადაგის სიმკვრივისა და შესაბამისი ტექნიკის არქონის გამო, ჯერ მხოლოდ რამდენიმე მეტრის გაბურღვა შეძლეს. 

შვილის გადარჩენა თავდაპირველად დედამ სცადა. სპეციალური ტომარა შეკერა და თავად სცადა ჭაში ჩასვლა, თუმცა, უშედეგოდ.

მსგავსი შემთხვევა ინდოეთში, პენჯაბის შტატში ივნისშიც მოხდა. ორდღიანი ოპერაცია უშედეგოდ დასრულდა, მაშველებმა ბავშვის გადარჩენა ვერ შეძლეს.

ინდოელი აქტივისტები, გამოუყენებელი და მიტოვებული ჭების ღიად დატოვების წინააღმდეგ, საჯარიმო სანქციების დაწესებას ითხოვენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system