თავში

ფილადელფიაში საპროტესტო აქციის დროს პოლიციელს მანქანით გადაუარეს - PHOTO - VIDEO

ფილადელფიაში საპროტესტო აქციის დროს პოლიციელს მანქანით გადაუარეს
ფილადელფიაში საპროტესტო აქციის დროს პოლიციელს მანქანით გადაუარეს - PHOTO - VIDEO

ფილადელფიაში პოლიციის მიერ შავკანიანი ადამიანის მოკვლის გამო საპროტესტო აქციები გაიმართა, რასაც პოლიციისა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს  სატვირთო მანქანა, რომელიც პოლიციისკენ დიდი სისწრაფით მიემართება და ერთ-ერთ ოფიცერს ზედ გადაუვლის. ამის შესახებ New York Post წერს.

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პოლიციის მანქანებს ცეცხლი წაუკიდეს და რამდენიმე მათგანს ფიზიკური შეურაცხყოფა ბლაგვი საგნებით მიაყენეს, რის გამოც დაშავებულებს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. დემონსტრაციის მონაწილეებმა ქალაქის რამდენიმე მაღაზიაც გაძარცვეს.

ცნობილია, რომ შავკანიანი ადამიანი, რომელიც პოლიციამ მოკლა, დანით იყო შეიარაღებული და პოლიციის მითეთებას არ ასრულებდა, რასაც ოფიცრის მხრიდან სროლა მოჰყვა. სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია უკონტროლო საპროტესტო აქციები.

ფილადელფიის საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system