თავში

ფილიპინები ექსპრეზიდენტ ფერდინანდ მარკოსის მიერ უკანონოდ მიტაცებულ ქონებას ჯერ ვერ იბრუნებს

ფილიპმენი ქონება
ფილიპინები ექსპრეზიდენტ ფერდინანდ მარკოსის მიერ უკანონოდ მიტაცებულ ქონებას ჯერ ვერ იბრუნებს

ფილიპინების ხელისუფლება ექს-პრეზიდენტ ფერდინანდ მარკოსის ოჯახისგან უკანონოდ შეძენილი ხელოვნების ნიმუშებისა და უძრავი ქონების დაბრუნებას ითხოვს. ფილიპინების სასამართლომ საკმარისი მტკიცებულებების არქონის გამო, ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

ფილიპინების ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მარკოსმა და მისმა მეუღლემ, იმელდამ ხელოვნების ძვირადღირებული შედევრები, საიუველირო ნაწარმი, უძრავი ქონება და წილები ბიზნესში სახელმწიფო მაღალჩინოსნების დახმარების წყალობით მოიპოვეს.

20 წლიანი მმართველობის განმავლობაში ფერდინანდ მარკოსმა და მისმა გარემოცვამ დაახლოებით 10 მილიარდის ქონება დააგროვა. ეს დასკვნები სპეციალურმა კომისიამ დადო, რომელიც1986 წელს სამხედრო გადატრიალებისა და მარკოსის დადადგომის შემდეგ შეიქმნა.

საქმესთან დაკავშირებით ბრალდებულთა შორის არიან მარკოსის მეუღლე იმელდა მარკოსი, რამდენიმე ყოფილი სახელმწიფო პირი და ბიზნესმენი.

ფრედინანდ მარკოსის სიკვდილის შემდეგ მის მეუღლეს იმელდას ფილიპინების ხელისუფლებამ ფინანსური აქტივების დაბრუნება მოსთხოვა. ქონება ფილიპინებსა და სავარაუდოდ, უცხოეთში იყო გადამალული. 2018 წელს იმელდას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, 1970 წელს შვეიცარიის ბანკში 20 მილიონი დოლარის უკანონო გადარიცხვის გამო, თუმცა იგი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს.

იმელდა ფილიპინების პარლამენტის არაერთი მოწვევის დეპუტატია. ასევე დეპუტატია მისი ქალიშვილი იმი. მისი ვაჟიშვილი ფერდინანდი ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე იყრიდა კენჭს 2016 წელს და მეორე ადგილზე გავიდა. მარკოსების ოჯახს კარგი ურთიერთობა აქვთ პრეზიდენტ როდრიგო დუტერტესთან, რომელმაც 2016 წელს არჩევნებში გამარჯვებიდან რამდენიმე თვეში ფერდინანდ მარკოსის დაბალზამირებული ცხედარი დიდების პანთეონში დიდი პატივით დაკრძალა.

ფერდინანდ მარკოსი ფილიპინების პრეზიდენტი იყო 1965 წლიდან 1986 წლამდე. 1972 წელს მან კონსტიტუცია გააუქმა და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მისი ყველა პოლიტიკური ოპონენტი ციხეში აღმოჩნდა, ხოლო 1986 წლის არჩევნებზე მორიგი გაყალბებული გამარჯვების შემდეგ, ფილიპინებზე სამხედრო გადატრიალება მოხდა. ფერდინანდ მარკოსი ჯერ ჰავაის კუნძულებზე, შემდეგ კი აშშ-ში გაიქცა, სადაც 1988 წელს გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system