თავში

ფილიპინების პრეზიდენტი: მზად ვარ, რუსული ვაქცინა საკუთარ თავზე პირველმა გამოვცადო

ფილიპინების პრეზიდენტი: მზად ვარ, რუსული ვაქცინა საკუთარ თავზე პირვე
ფილიპინების პრეზიდენტი: მზად ვარ, რუსული ვაქცინა საკუთარ თავზე პირველმა გამოვცადო

ფილიპინების პრეზიდენტი როდრიგო დუტერტე აცხადებს, რომ მზადაა იყოს პირველი, ვინც COVID-19-ის რუსულ ვაქცინას საკუთარ თავზე გამოცდის.

ფილიპინებში კორონავირუსის გავრცელების 136 000 და გარდაცვალების 2 294 შემთხვევაა დაფიქსირებული. ვირუსის დღიური გავრცელების საშუალო მაჩვენებელი 7000-ს აღწევს. პანდემიის თვალსაზრისით ქვეყანა მსოფლიოში მე-6 ადგილზე და რეგიონში პირველ ადგილზეა.

ფილიპინების პრეზიდენტის თქმით, ის ენდობა რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ვაქცინაზე მუშაობისა და კვლევის პროცესს და მზადაა საკუთარ თავზე პირველმა  გამოსცადოს რუსული ვაქცინა.

მანამდე, რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელმა კირილ დმიტრიევმა განაცხადა, რომ ფონდი  ვაქცინის კლინიკურ ტესტირებას ფილიპინებში აგვისტოში ჩაატარებს. 

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ოფიციალურად დაარეგისტრირა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system