თავში

ფილიპინების პრეზიდენტმა მოქალაქეებს კორუფციონერი ჩინოვნიკებისთვის სროლის ნებართვა მისცა

ფილიპინების პრეზიდენტმა მოქალაქეებს სროლის ნებართვა მისცა
ფილიპინების პრეზიდენტმა მოქალაქეებს კორუფციონერი ჩინოვნიკებისთვის სროლის ნებართვა მისცა

ფილიპინების პრეზიდენტმა როდრიგო დუტერტემ მოქალაქეებს უფლება მისცა, ესროლონ ჩინოვნიკებს, რომლებიც ქრთამს ითხოვენ. მისი თქმით, მათი მოკვლა სისხლის სამართლის დანაშაულია, ამიტომ ქვეყნის ლიდერი მოსახლეობას ფეხის არეში ჭრილობის მიყენებას სთავაზობს, რათა შემდგომში მსროლელები ციხეში არ აღმოჩნდნენ.

"თუ თქვენ გადასახადებს, საბაჟო მოსაკრებლებს და ა.შ. იხდით, და ეს დებილები ქრთამს ითხოვენ, დაარტყით. თუ თქვენ იარაღი გაქვთ, შეგიძლიათ ესროლოთ, მაგრამ არ მოკლათ, რადგან შემდეგ შეწყალებას ვერ მიიღებთ", - განაცხადა დუტერტემ.

პრეზიდენტის თქმით, ერთადერთი ზომა, რომელიც იმ პირების მიმართ იქნება გამოყენებული, ვინც ჩინოვნიკს ესროლა, "სერიოზული სხეულის ფიზიკური სასჯელი" იქნება.

დუტერტეს თქმით, კორუფცია ქვეყანაში მასშტაბურ პრობლემად იქცა და მოსახლეობას საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლისკენ მოუწოდა. მან ასევე მოქალაქეებს სთხოვა, კორუფციის ყველა ფაქტზე შესაბამის ორგანოებს დაუყოვნებლივ მიაწოდონ ინფორმაცია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system