თავში

ფილიპინებში 13.2 ათას ადამიანს საცხოვრებლის დატოვება მოუხდა

ფილიპინებში 13.2 ათას ადამიანს საცხოვრებლის დატოვება მოუხდა
ფილიპინებში 13.2 ათას ადამიანს საცხოვრებლის დატოვება მოუხდა

მდეინარე მარიკინის მახლობლად მცხოვრებ სულ მცირე 13 200 ადამიანს საცხოვრებელი სახლის დატოვება მოუწია. 

ფილიპინებში, მანილის აღმოსავლეთ ნაწილში წყლის დონემ ძლიერი წვიმების შედეგად მკვეთრად მოიმატა. 

შესაბამისი სამსახურების ცნობით, ამ ეტაპზე ევაკუირებული 3077 ოჯახი, დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფილია. მათივე თქმით, გრძელდება მეტეოროლოგიური დაკვირვება და საჭიროების შემთხვევაში მოხდება დამატებითი საევაკუაციო გეგმის განხორციელება.  

მდინარე მარიკინში წყლის დონემ 16.4 მეტრი შეადგინა, რისი მიზეზიც ძლიერი წვიმაა. ქვეყანაში უსაფრთხოების მეორე დონეა გამოცხადებული, რაც მოსახლეობის შედარებით მაღალ წერტილებში განსახლებას ითვალისწინებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system