თავში

ფილიპინებში ელექტრო სიგარეტის მოხმარება კანონით აიკრძალა

ფილიპინებში ელექტრო სიგარეტის
ფილიპინებში ელექტრო სიგარეტის მოხმარება კანონით აიკრძალა

რამდენიმე საათის შემდეგ, რაც ფილიპინების პრეზიდენტმა როდრიგო დუტერტემ გამოაცხადა, რომ ქვეყანაში ყველანაირი ელექტრო სიგარეტის მოხმარება აიკრძალებოდა, პოლიციამ საზოგადოებრივ ადგილას „ვეიფინგის“ მომხმარებელი დააკავა. ქვეყნის ხელისუფლება, ერთ დროს სიგარეტზე უვნებელ პროდუქტად აღიარებულ ელექტრონულ სიგარეტთან დაკავშირებით, მსოფლიო რეფორმებსა და აკრძალვებს უერთდება. დუტერტემ მოწყობილობას „ტოქსიკური“ უწოდა და თქვა, რომ მას ადამიანების ორგანიზმში მომწამლავი ნივთიერებები შეყავს. შემდეგ კი განაცხადა, რომ მწეველებს პატიმრობაც კი დაემუქრებოდათ.

სექტემბერში ინდოეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ელექტრო სიგარეტის იმპორტი, რეკლამა, გაყიდვა და წარმოება აკრძალა. მის რიცხვს კი მოგვიანებით ბრაზილია, სინგაპური, ტაილანდი და ამერიკის შეერთებული შტატების შტატი მასაჩუსეტსიც შეუერთდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system