თავში

ფილიპინებში ფრინველის გრიპის აფეთქებაა

​ფილიპინებში ფრინველის გრიპის აფეთქებაა
ფილიპინებში ფრინველის გრიპის აფეთქებაა

ფილიპინების ჩრდილოეთ ნაწილში, პამპანგას პროვინციაში ფრინველის გრიპის, H5N6-ის აფეთქებაა. ინფორმაციას ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ადასტურებს.

ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ფერმებში 38,7 ათასი ქათამი განადგურდა. ოპერაციას ვეტერინარები და შესაბამისი უწყებები ზედამხედველობდნენ.

აფეთქების მიზეზად სპეციალისტები სეზონურად გადამფრენ ფრინველებს ასახელებენ. ისინი ფერმერებს მოუწოდებენ, არ დაუშვან შინაური და გარეული ფრინველების კონტაქტი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system