თავში

ფილიპინებში კორონავირუსის ბრიტანული შტამი დაფიქსირდა

ფილიპინებში კორონავირუსის ბრიტანული შტამი დაფიქსირდა
ფილიპინებში კორონავირუსის ბრიტანული შტამი დაფიქსირდა

ფილიპინელმა ექიმებმა ქვეყანაში კორონავირუსის ბრიტანული შტამის გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

"ფილიპინების საზღვრებზე ბიომონიტორინგისა და კონტროლის გაძლიერების შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტრო ოფიციალურად ადასტურებს ქვეყანაში კორონავირუსის ბრიტანულ შტამს", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ვირუსის ახალი შტამი ფილიპინების მოქალაქეს დაუდასტურდა, რომელიც არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან 7 იანვარს ჩამოვიდა. ქვეყანაში ჩასვლისთანავე, მგზავრი საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს და მას COVID-19-ზე ტესტი ჩაუტარეს. დადებითი პასუხის მიღების შემდეგ, ტესტის შედეგები სპეციალურ დაწესებულებას გადაეგზავნა, რათა დაედგინათ იყო თუ არა ეს ახალი შტამი.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ფილიპინებში COVID-19-ის 492,700 შემთხვევა გამოვლინდა. 458 523 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 9 699 პაციენტი გარდაიცვალა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system